პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ისთვის მყიდველი იპოვა - ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“ -...

ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ისთვის მყიდველი იპოვა – ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“ – მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელითვის TikTok მყიდველი იპოვა. მისი თქმით, არსებობს „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“, რომელიც მზადაა პლატფორმა შეიძინოს, თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს.

„ამაზე დაახლოებით ორ კვირაში მოგიყვებით“, – თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი განცხადებით, გარიგებას, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლების თანხმობაც დასჭირდება და ტრამპის აზრით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი „ამას ალბათ გააკეთებს“.

გასული წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ კომპანიას ByteDance ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, TikTok-ს აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრიდან დაბლოკავენ.

  მექსიკაში 4,5 ტონა კოკაინი ამოიღეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი