საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველი „ვია ფერატა“ ბირთვისის კანიონზე მოეწყობა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ვია ფერატა“, იგივე „რკინის ბილიკი“, წარმოადგენს კლდეზე დამონტაჟებულ სპეციალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს რკინის კიბეებს, ბაგირებს, და მცირე პლატფორმებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას კლდოვან ადგილებში.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველი „ვია ფერატა“ ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მოეწყობა. ბირთვისის კანიონის უნიკალური კლდოვანი რელიეფი და ლანდშაფტი იდეალურ პირობებს ქმნის „ვია ფერატას“ ბილიკის მოსაწყობად – თუ აქამდე ბირთვისის კანიონი ძირითადად ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავდა, ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ბუნებისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს მარტივად, სპეციალური ეკიპირებით, უსაფრთხოდ იმოგზაურონ და აღმოაჩინონ უნიკალური ბუნების ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ ბირთვისის კანიონზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს – შენდება ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, კოტეჯები;
ეწყობა 3 დაკიდებული ხიდი, საქანელა და ზიპლაინი.
ბირთვისის კანიონი თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ მანძილზე მდებარეობს და
ალგეთის ეროვნული პარკის ნაწილია;
აქ შეხვდებით მონუმენტურ კლდეებს, პატარა ჩანჩქერებს, გვირაბებს და წყლის ულამაზეს ნაკადულებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველი „ვია ფერატა“ ბირთვისის კანიონზე მოეწყობა. 30 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-დაცულ-ტერიტო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
