მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპი დიდ ბრიტანეთში 17 სექტემბერს ჩავა.

„მისი უდიდებულესობა მეფე პრეზიდენტს და ქალბატონ ტრამპს უინძორის ციხესიმაგრეში უმასპინძლებს“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ დამატებითი დეტალები დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.

აშშ-ის პრეზიდენტი თანამედროვეობის პირველი არჩეული პოლიტიკური ლიდერი იქნება, რომელსაც ბრიტანელმა მონარქებმა ორი სახელმწიფო ვიზიტით უმასპინძლეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეგახსენებთ, დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრამპი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ბუკინგემის სასახლეში 2019 წლის ივნისში, მისი პირველი ვადის დროს მიიღო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეფე ჩარლზი სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეფე-ჩარლზი-სექტემბერში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi