პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება“-პრემიერი

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება“-პრემიერი

მნიშვნელოვნად გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს ბიუჯეტი, კონკრეტულად სკოლამდელი და ზოგადი განათლების ბიუჯეტი გაიზარდა 419 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 43 მილიონი ლარიდან 2 მილიარდ 462 მილიონ ლარამდე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ზრდა დიდწილად განაპირობა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდამ.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლის მასწავლებლებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა, სოციალური პირობების გაუმჯობესება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლის მასწავლებლების შრომის ანაზღაურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 მილიონი ლარით, 145 მილიონიდან 175 მილიონ ლარამდე გაიზარდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ასევე 30 მილიონი ლარით გაიზარდა უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 171 მილიონიდან 201 მილიონ ლარამდე.

„მეცნიერების ბიუჯეტი გაიზარდა 6,65 მილიონი ლარით, დაახლოებით 79,6 მილიონი იყო ბიუჯეტი და გაიზარდა დაახლოებით 86 მილიონ ლარამდე. ახალგაზრდული პროგრამების ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 5 მილიონი ლარით, 8,9 მილიონიდან 13,8 მილიონ ლარამდე. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ზრდა უზრუნველყოფს შესაბამისი პროგრამების გაფართოებას და განათლების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  ტემპერატურა კიდევ მოიმატებს - განახლებული ამინდის პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი