„საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! – ცრემლმდენი არის მოწამვლის ჩივილებით არცერთი ადამიანი სტაციონარში არ მისულა“-ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა, თეიმურაზ კობიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, ცრემლმდენი არის მოწამვლის ჩივილებით არცერთი ადამიანი სტაციონარში არ მისულა.

„ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, იმიტომ რომ ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, მერე აღმოჩნდა რომ ეს იყო 300 ადამიანი. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილები არის აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან, როგორც ცნობილია. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო საქართველოში არცერთი ადამიანი სტაციონარში არ არის მოსული“, – განაცხადა თეიმურაზ კობიძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! – ცრემლმდენი არის მოწამვლის ჩივილებით არცერთი ადამიანი სტაციონარში არ მისულა“-ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე. 3 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-გამოიყენე/

  წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi