ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 34 512...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს.

შსს-ში გამართული ბრიფინგინდან ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება-34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონის“ აბები, ასევე “ჰეროინის”, “მორფინისა” და „კოდეინის“ შემცველი 2 ლიტრამდე სითხე.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ე.ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს დაუღალავი შრომისთვის!“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება“ - I კვარტალში თბილისში $671.7 მილიონის ბინა გაიყიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.