პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს“ - ნახეთ რომელი ობიექტზე იყო დარღვევა

„შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს“ – ნახეთ რომელი ობიექტზე იყო დარღვევა

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმებისას ინსპექტორებმა სალმონელაზე კვლევის მიზნით აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – სალმონელა (SALMONELLA).

„შედეგად, საშაურმეში „სთრით ფუდ 125“ ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან, მიკვლევადობით დადგენილია კომპანია, რომელიც „სთრით ფუდ 125“-ს ხორცით ამარაგებდა. სალმონელაზე კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, რომლის შედეგებიც საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი