ჯეფრი ჰინტონმა, რომელიც Google-ში მუშაობდა და ნეირონულ ქსელებთან დაკავშირებული აღმოჩენების გამო „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ მეტსახელი მიიღო, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე მასობრივი უმუშევრების რისკებზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური თვალსაზრისით კარგი გახდება. ასე რომ, ჯობია ახლა სანტექნიკოსები იყოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი უნდა იყო, რომ ხელოვნური ინტელექტისგან დამოუკიდებელი სამსახური გქონდეს. ამასთან, ჰინტონი დარწმუნებულია, რომ უმუშევრობის ყველაზე დიდი რისკის წინაშე იურისპრუდენციის სფეროს დამწყები სპეციალისტები და ქოლ-ცენტრების თანამშრომლები არიან, რადგან ხელოვნური ინტელექტი მათ ჩანაცვლებას ძალიან მალე შეძლებს.
ჰინტონის თქმით, ნეიროქსელი უკვე გამოიყენება იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელსაც აქამდე კოლეჯდამთავრებულები ასრულებდნენ. პერსპექტივაში კი 10 თანამშრომლისგან შემდგარი განყოფილების ჩანაცვლებას მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს, რომლის ფუნქციაც ხელოვნური ინტელექტის გაკონტროლება იქნება.
მან ასევე აღნიშნა, რომ მაგალითად ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „ხელოვნური ინტელექტი ფიზიკური თვალსაზრისით კარგი გახდება“ – „ხელოვნური ინტელექტის ნათლიამ“ გაამხილა, რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ნეიროქსელი. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხელოვნური-ინტელექტი-ფიზ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
