პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება...

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

მიმდინარე სეზონზე, 45,380 მეთხილე ფერმერს, 31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,15.8 მლნლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6.2 მლნ ლარზე მეტი. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშიაგროქულების დარიცხვის პროცესიმიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს დაბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

  მანანა მენაბდე გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი