თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მიმდინარე სეზონზე, 45,380 მეთხილე ფერმერს, 31,673 ჰექტარზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად,15.8 მლნლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში უკვე განაღდებულია 6.2 მლნ ლარზე მეტი. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშიაგროქულების დარიცხვის პროცესიმიმდინარეობს. შესაბამისი ქულები ეტაპობროვად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამის პირობებს დაბაღები რეგისტრირებული აქვს თხილის კადასტრში.

სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს და დაინტერესებულ მხარეებს შეახსენებს, რომ აგრობარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე: https://myliberty.ge/?id=agro

სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 45,380 ფერმერმა 15.8 მლნ ლარი დახმარება უკვე მიიღო. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თხილის-წარმოების-ხელშეწყ/

  „მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო“ სიცრუეს უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi