საქართველო მომავალ წელს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი.
ასევე, მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი”, – წერს ირაკლი კობახიძე.
2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ. მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი“ – ირაკლი კობახიძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%9c/
sheniekimi.ge/ambebi

