„დიდი ამბისთვის ვემზადებით!“ – თბილისის ზოოპარკი ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის ზოოპარკი ინფორმაციას ავრცელებს:

„დიდი ამბისთვის ვემზადებით!
ხვალ, 25 ივლისს თბილისის ზოოპარკში გამრავლებული კეთილშობილი ირმები ბუნებას დაუბრუნდებიან!
ცოტა გრძელი ისტორიაა და მთლიანი ამბის მოსათხრობად კარგა მოზრდილი ტრაქტატი იქნება საჭირო. მაგსიოდენა მოხსენებას ცოტა თუ ვინმე წაიკითხავს, ამიტომ ნაწილებად დავყოფთ და ლუკმა-ლუკმად გაგიზიარებთ.
დღეს ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს გეტყვით:
ხვალ თბილისის ზოოპარკში დაბადებული 7 კეთილშობილი ირემი ალგეთის ეროვნულ პარკში გადაგვყავს, რაც ამ სახეობის რეინტროდუქციის (ბუნებაში დაბრუნების) პირველი მცდელობა იქნება საქართველოში.
როდესაც სახეობის რეინტროდუქციაზე, ანუ ტყვეობაში გამრავლებასა და შემდეგ – ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ბევრს წარმოუდგენია, რომ – რა უნდა, ავიღებთ ცხოველს, შევაჯვარებთ, შემდეგ მათ შვილებს გავუშვებთ ტყეში და იცხოვრებენ ბედნიერად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.
რეალობა განსხვავებულია.
და სანამ ამ რეალობაზე გიამბობდეთ, წარმატება გვისურვეთ, რადგან წინ მძიმე ღამე, რთული დილა და დაძაბული დღე გველოდება.“
შეიძლება იყოს ირემი გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დიდი ამბისთვის ვემზადებით!“ – თბილისის ზოოპარკი ინფორმაციას ავრცელებს. 24 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდი-ამბისთვის-ვემზადებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi