ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია – „ძალიან მამხნევებდნენ მთელი დროს განმავლობაში და ძალიან მინდოდა, რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გამეხარებინა“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.

მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. ძალიან მამხნევებდნენ მთელი დროს განმავლობაში და ძალიან მინდოდა, რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გამეხარებინა.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს, ფედერაციას, ყველანაირად მეხმარებოდნენ, რომ მოგვეპოვებინა ოქროს მედალი”, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია – „ძალიან მამხნევებდნენ მთელი დროს განმავლობაში და ძალიან მინდოდა, რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გამეხარებინა“. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეთერ-ლიპარტელიანი-მსოფლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi