„ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება – ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება“

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბოლო დღეებში ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის დამატებითი ზიანი არ მიყენებულა“. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურიმა დირექტორიმა რაფაელ გროსიმ სააგენტო მმართველთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნათანზის ობიექტის გარშემო რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება, თუმცა თავად ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება.

„ნათანზის საწვავის გამდიდრების ობიექტზე დამატებითი დაზიანება არ მომხდარა პარასკევის თავდასხმის შემდეგ, რის შედეგადაც განადგურდა საწვავის გამდიდრების საპილოტე ქარხნის მიწისზედა ნაწილი. ასევე განადგურდა ობიექტის ელექტროინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ელექტროქვესადგურს და სათადარიგო გენერატორებს. არ ყოფილა ფიზიკური თავდასხმის რამე ნიშნები მიწისქვეშა დარბაზზე, რომელიც მოიცავს საწვავის გამდიდრების საპილოტე ქარხანას და საწვავის გამდიდრების მთავარ ქარხანას, თუმცა ელექტრომომარაგების შეწყვეტამ შესაძლოა, იქ განთავსებული ცენტრიფუგები დააზიანა“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

რაფაელ გროსის თქმით, ასევე არ დაფიქსირებულა რამე დაზიანება ფორდოს ბირთვულ ობიექტსა და ხონდაბის მშენებარე რეაქტორზე. მისი ცნობით, ბოლო თავდასხმების სამიზნე არ ყოფილა ბუშერის ბირთვული ელექტროსადგური და თეირანის კვლევითი რეაქტორი.

პარასკევის თავდასხმის დროს დაზიანდა ისფაჰანის ბირთვული სადგურის ოთხი შენობა. ნათანზის, ობიექტების ფარგლებს გარეთ რადიაციული დონე უცვლელი რჩება. რაფაელ გროსის თქმით, ატომურ ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანში დარჩება და შემოწმებებს გააგძელებს მაშინ, როდესაც ამის საშუალებას უსაფრთხოების სიტუაცია მისცემს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მზად არის, რეაგირება მოახდინოს ბირთვული ან რადიაციული საგანგებო მდგომარეობის წარმოქმნის შემთხვევაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ობიექტის შიგნით შეინიშნება რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურება – ბირთვული ობიექტების გარეთ რადიაციის დონე უცვლელია და ნორმის ფარგლებს შეესაბამება“. 16 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ობიექტის-შიგნით-შეინიშნ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi