პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის

ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება ამერიკასთან, სანამ გვიანი არ არის.

„ირანმა უნდა დადოს შეთანხმება მანამ, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება. სანამ არ გაქრება ის, რაც ადრე ირანულ იმპერიად იწოდებოდა. არავითარი სიკვდილი. არავითარი ნგრევა. უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერმა დაწერა, რომ ის ირანს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შანსს აძლევდა, მაგრამ გარიგება მაინც ვერ შედგა.

„მე ირანს გარიგების მისაღწევად შანსს შანსზე ვაძლევდი. მე მათ ყველაზე მძიმე სიტყვებით ვუთხარი: „უბრალოდ გააკეთეთ ეს“. მაგრამ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ, როგორც არ უნდა უახლოვდებოდნენ გარიგებას – ეს არ გამოვიდა. მე ისინი გავაფრთხილე, რომ შედეგები მათთვის იმაზე უარესი იქნება, რასაც ელოდებიან, ან იციან“, – დასძინა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა აგრეთვე დაწერა, რომ აშშ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს, ხოლო ისრაელი მის დიდ ნაწილს ფლობს და უფრო მეტს მიიღებს.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  "მაიმუნის ყვავილის" ახალი შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება!" - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი