აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება ამერიკასთან, სანამ გვიანი არ არის.
„ირანმა უნდა დადოს შეთანხმება მანამ, სანამ მისგან აღარაფერი დარჩება. სანამ არ გაქრება ის, რაც ადრე ირანულ იმპერიად იწოდებოდა. არავითარი სიკვდილი. არავითარი ნგრევა. უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერმა დაწერა, რომ ის ირანს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად შანსს აძლევდა, მაგრამ გარიგება მაინც ვერ შედგა.
„მე ირანს გარიგების მისაღწევად შანსს შანსზე ვაძლევდი. მე მათ ყველაზე მძიმე სიტყვებით ვუთხარი: „უბრალოდ გააკეთეთ ეს“. მაგრამ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ, როგორც არ უნდა უახლოვდებოდნენ გარიგებას – ეს არ გამოვიდა. მე ისინი გავაფრთხილე, რომ შედეგები მათთვის იმაზე უარესი იქნება, რასაც ელოდებიან, ან იციან“, – დასძინა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა აგრეთვე დაწერა, რომ აშშ მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობას ამზადებს, ხოლო ისრაელი მის დიდ ნაწილს ფლობს და უფრო მეტს მიიღებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის. 13 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-მოუწოდებს-ირანს-დ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T19:02:32+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
