რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. 13 ადამიანი დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაიერიშს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

ფიოდოროვის თქმით, რუსეთის სამიზნეს ზაპოროჟიეში სამრეწველო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდაპირველად საუბარი რვა დაღუპულზე იყო, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. 13 ადამიანი დაიღუპა. 9 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსეთმა-ზაპოროჟიე-დაბომბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi