ნიკა გვარამია დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, გვარამია გარკვეული პროცედურების გასავლელად ჯერ რუსთავის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, რის შემდეგაც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.

„გარკვეული პროცედურების გატარების მიზნით გადაიყვანენ პოლიციის დაწესებულებაში, რუსთავის სამმართველოში და შემდეგ დააბრუნებენ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. შეასახლებენ მე-12 დაწესებულებაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. მოსამართლის, ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში არ ყოფილა. პროცესის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ თავად მივიდოდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან.

ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ნიკა გვარამია დააკავეს. 13 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნიკა-გვარამია-დააკავეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi