პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარას ჰყვება ავიაკატასტროფის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი

რას ჰყვება ავიაკატასტროფის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი ერთადერთი მგზავრი

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი, 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა.

გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„აფრენიდან დაახლოებით 30 წამის შემდეგ გაისმა ძლიერი ხმაური და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. როდესაც გონზე მოვედი, ჩემს გარშემო მხოლოდ ცხედრები დავინახე. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.

ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.

  რატომ აღინიშნება შობა ორჯერ? რომელია „უფრო სწორი“ თარიღი: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი