საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ჩვენი 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია.
მათ შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი; ასევე საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი. გავრცელდა მათი ფოტოებიც.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია – საქართველოში თურქული თვითმფრინავის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. 12 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაღუპული-სამხედრო-მოსამს/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
