დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო -რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა

1 წუთიანი წაკითხვა

დაგ­რო­ვე­ბით პენ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით – 76 ხმით, ერ­თხმად და­ამ­ტკი­ცა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 2025 წლის 1-ელი მა­ი­სის შემ­დგომ სა­პენ­სიო ფონ­დის მიერ და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის­გან დამ­საქ­მე­ბელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, თუკი დამ­საქ­მებ­ლე­ბი არა­უგ­ვი­ა­ნეს 2026 წლის 31 დე­კემ­ბრი­სა სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბის და სა­უ­რა­ვე­ბის სრუ­ლად და­ფარ­ვას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

გარ­და ამი­სა, მცირ­დე­ბა ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა – პირ­ველ და გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვებ­ში 500 და 1000 ლა­რის ნაც­ვლად, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 300 ლარი იქ­ნე­ბა.

კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ახ­ლე­ბუ­რად მო­წეს­რი­გე­ბას. კერ­ძოდ, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა “მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის“ ცნე­ბა, დგინ­დე­ბა სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის, დამ­საქ­მებ­ლის­თვის ჯა­რი­მის და­კის­რე­ბის და მო­ნა­წი­ლის მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის და­რი­ცხვის, მათი აღ­სრუ­ლე­ბი­სა და გა­სა­ჩივ­რე­ბის წე­სე­ბი, აგ­რეთ­ვე გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი­სა და მი­უ­ღე­ბე­ლი სარ­გებ­ლის გან­წილ­ვა­დე­ბის (ეტა­პობ­რი­ვი გა­დახ­დის) შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იქ­მნე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დის და­ვე­ბის გან­ხილ­ვის სამ­სა­ხუ­რი და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მის მიერ სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის წესი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამას­თან, რო­გორც დღეს მომხსე­ნე­ბელ­მა, პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძემ გან­მარ­ტა, ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში სამი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და. კერ­ძოდ, ჯა­რი­მე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა­ზე გავ­რცელ­დე­ბა ზო­გა­დი 30 – დღი­ა­ნი ვადა, ნაც­ვლად 10 დღი­სა. ჯა­რი­მის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 10 კა­ლენ­და­რუ­ლი დღე 10 სა­მუ­შაო დღით შე­იც­ვა­ლა. გარ­და ამი­სა, მო­იხ­სნა სა­პენ­სიო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გან­წილ­ვა­დე­ბის არა­უ­მე­ტეს 18 თვე­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დაგროვებით პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო -რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა. 16 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დაგროვებით-პენსიებთან-და/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi