პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებატროპიკული ტყეები გასულ წელს რეკორდული სისწრაფით ნადგურდებოდა

ტროპიკული ტყეები გასულ წელს რეკორდული სისწრაფით ნადგურდებოდა

მსოფლიოს ტროპიკული ტყეები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერს წარმოადგენენ, გასულ წელს უპრეცედენტო სისწრაფით ქრებოდა.

BBC-ს ცნობით, ამაზე ახალი სატელიტური ანალიზი მიუთითებს. სპეციალისტების შეფასებით, 2024 წელს დაახლოებით 67 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის უძველესი, ხელუხლებელი ტყეები განადგურდა.

ამის მთავარი მიზეზი ხანძრები იყო, რომლებმაც პირველად ისტორიაში გადააჭარბა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გაჩეხვით მიყენებულ ზარალს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამაზონის რეგიონში იყო, სადაც რეკორდული გვალვა დაფიქსირდა.

ბევრი მკვლევარი შიშობს, რომ ზოგიერთი ტყე – მაგალითად, ამაზონის გარკვეული მონაკვეთები – შესაძლოა უახლოვდებოდეს ე.წ. გადამწყვეტ წერტილს, რომლის გადალახვის შემდეგ ბუნებრივი სისტემების განადგურება შეუქცევადი გახდება. სპეციალისტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ტროპიკული ტყეების გაქრობა მათ ლოკაციაზე „სავანიზაციას“ გამოიწვეს, რაც ადგილობრივი ეკოსისტემებისთვის გამანადგურებელი იქნება და დიდ გავლენას იქონიებს გლობალურ კლიმატზე.

თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შედარებით პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა – სახელმწიფო პოლიტიკამ ტყეების განადგურების შემცირებას შეუწყო ხელი.

  ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რო­მელიც ოთახის პირობებში კარგად ხა­რობს და მოსავალსაც იძლევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი