პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებააშშ-ის საელჩო: საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი...

აშშ-ის საელჩო: საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა

აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იყო გაცემული.

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.

7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

  ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მითითებაა, გოგოებმა ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით იარონ - რაზე საუბრობს სახალხო დამცველი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი