„ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება“ – რა შეემთხვა მარკუს მეტრეველს ათენში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მარკუს მეტრეველი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება ამბავს, რომელიც ათენში ქართველებთან დაკავშირებით გადახდა:

„ერთხელ ათენში ყველაზე დიდ „ბუზიკებში“ დავიწყე მუშაობა, რაც ბერძენი მომღერლებისთვისაც საოცნებო იყო. ქალაქში გამოიფინა ჩემი ლაითბოქსები. ამან გამოიწვია ქართველების ინტერესი და გახსნაზე პირველი მაგიდა სწორედ ქართველებმა დაიკავეს, 6-კაციანი მაგიდა იყო.

კარგად გაერთნენ, მოილხინეს, უამრავი ყვავილი მესროლეს და თეფში დაამტვრიეს. მოგეხსენებათ, ეს ბერძნული კულტურაა, როდესაც მომღერალს ფეხებში ყვავილებს აყრიან და თეფშებს ტეხენ. მე სიხარულისგან აღფრთოვანებული ვიყავი.

საღამოს ბოლოს კი მიმტანი შემოვიდა, ლანგარზე იდო 6000-ევროიანი ჩეკი და მეუბნება, ეს თქვენმა ნათესავებმა დატოვეს და მითხრეს, რომ მარკო ანგარიშს დაფარავსო. რაც დამემართებოდა, დანარჩენი თქვენ გაიაზრეთ. ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება ჩემს ხალხზე. რასაკვირველია, დავეთანხმე მიმტანს, ნამდვილად ჩემი ნათესავები იყვნენ-მეთქი, და საქართველოზე ცუდი წარმოდგენა რომ არ შეჰქმნოდათ, მე თვითონ დავფარე ანგარიში. ეს ადამიანები მას შემდეგ არასდროს მინახავს…“,- ამბობს მარკუს მეტრეველი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება“ – რა შეემთხვა მარკუს მეტრეველს ათენში. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-იყო-ჩემთვის-ძალიან-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi