პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიჯგუფურად ჩადენილი ძალადობა თბილისში — პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა თბილისში — პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა

თბილისის პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი — წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული რ.უ. და 1973 წელს დაბადებული ზ.ა.

გამოძიების მონაცემებით, 2025 წლის 5 მაისს, თბილისში, ბრალდებულებსა და 1970 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ე.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.

დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  რა უნდა იცოდეთ, რომ ბანკმა იპოთეკით დატვირთული ქონება არ გაგიყიდოთ?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი