პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაის, რაც გიორგობა დღეს წმიდა გიორგის ხატთან უნდა წარმოთქვათ

ის, რაც გიორგობა დღეს წმიდა გიორგის ხატთან უნდა წარმოთქვათ

დღეს გიორგობა აღინიშნება. ამ საგალობლით მათგან მეოხებას, შეწევნას ვითხოვთ წმინდანის ხსენების დღეს მიღებულია მისი სახელობის ტროპარ-კონდაკის წაკითხვა. ტროპარი მცირე ზომის საგალობელია, რომლითაც ქრისტეს, ღვთისმშობელს ან წმიდანებს განადიდებენ. ამ საგალობლით მათგან მეოხებას ვითხოვთ.

რა არის კონდაკი? ეს არის საგალობელი, რომელშიც მოკლედაა აღწერილი ესა თუ ის დღესასწაული ან წმიდანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები. წარმოგიდგენთ წმიდა გიორგის ტროპარ-კონდაკს.

 

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი

ზესთამბრძოლისა და მსწრაფლშემწისა ჩუენისა, სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი ყოველნი გევედრებით, ღვაწლით შემოსილო ქრისტესო, საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განგუათავისუფლენ, და ყოვლისა განსაცდელისა და სიბოროტისაგან გვიხსენ ჩუენ, რაითა ვღაღადებდეთ: გიხაროდენ, მოწამეთა მთავარო დიდო გიორგი.

 

 

წყარო

  თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი