ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვისთავობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვისთავობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მთის განვითარების მიმართულებით პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება.

ჩაქვისთავობას საფუძველი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეყარა და ქობულეთის მუნიციპალიტეტმა წლების წინ აღადგინა. ტრადიციული დღესასწაული ადგილობრივებს და ხეობის ვიზიტორებს აერთიანებს. ჩაქვისთავი ცნობილია აგრეთვე, მტირალას ეროვნული პარკით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღონისძიებაზე საპატიო ჩაქვისთაველები დააჯილდოვეს, გაიმართა კონცერტი. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე ტრადიციული კერძების მასტერკლასი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვისთავობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ქობულეთის-მუნიციპალიტე-2/

  75-მილიონიანი პროექტი 2.8 მილიონად გაიყიდა — რიყის დოქების ახალი მფლობელი ცნობილია
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi