ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის...

საქართველოს ბულბულის“ დიდი ტურნე 7 მაისს, ბათუმიდან იწყება! დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს

ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ პრო­ექტს იწყებს – „სა­ქარ­თვე­ლოს ბულ­ბუ­ლის“ დიდი ტურ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონს მო­ი­ცავს!

7 მა­ისს დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს სცე­ნა­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს. ტურ­ნე სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნე­ბა 7 მა­ისს, ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის ცენ­ტრში (სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატ­რში), სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე. 

ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სოლო კონ­ცერ­ტის შემ­დეგ, რო­მელ­მაც სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა, დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი უამ­რავ წე­რილს იღებ­და გულ­და­წყვე­ტი­ლი მსმე­ნე­ლის­გან. ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან წერ­დნენ, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხეს თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა და ვერ და­ეს­წრნენ მის კონ­ცერტს, რაც მომ­ღე­რალ­მა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა.

„ფი­ლარ­მო­ნი­ის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის წე­რი­ლებს ვი­ღებ სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან გულ­და­წყვე­ტი­ლი ხალ­ხის­გან, რომ­ლებ­მაც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ჩემს კონ­ცერ­ტზე თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად ჩა­ვი­დე ჩემს ყვე­ლა მსმე­ნელ­თან, ყვე­ლას ჩა­ვუ­ტა­ნო ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და გა­ვუ­ზი­ა­რო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ტურ­ნეს 7 მა­ისს ბა­თუ­მი­დან ვი­წყებთ. იმე­დი მაქვს, ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი გვერ­დში და­მიდ­გე­ბი­ან ამ დიდ გზა­ზე, რომ ჩემი მსმე­ნე­ლი გა­ვა­ხა­რო“, – ამ­ბობს დათო კენ­ჭი­აშ­ვი­ლი.

 

 

პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ტურ­ნე გაგ­რძელ­დე­ბა 23 ივ­ნისს ქუ­თა­ის­ში, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში, შემ­დეგ კი მო­ი­ცავს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტაბს: კა­ხე­თი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, გუ­რია, ქარ­თლი და სვა­ნე­თი. დათო თა­ვი­სი მუ­სი­კი­თა და სით­ბო­თი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში აპი­რებს ჩას­ვლას.

გრან­დი­ო­ზუ­ლი ტურ­ნე მიზ­ნად ისა­ხავს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი­სა და ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კის კი­დევ უფრო ფარ­თოდ გაც­ნო­ბას და სიყ­ვა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­თოს შე­მოქ­მე­დე­ბის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი და მსმე­ნე­ლი.

ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი უკვე გა­ყიდ­ვა­შია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი