სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მარნეულში (მის: მარნეულის რ-ნი სოფ დამია-გიურარხი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია“ გამოვლინდა. ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში პესტიციდების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა ინდივიდუალური მეწარმე მ. ყ.-ც. (მის: ხაშური, იმერეთის ქუჩა N 10).
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა. 3 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნულმა-სააგ-22/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92-22/
sheniekimi.ge/ambebi
