პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესისაწვავის 15-20 თეთრით გაიაფებას ელიან

საწვავის 15-20 თეთრით გაიაფებას ელიან

„გაიაფების პროცესი დაწყებულია“ – ამის შესახებ „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ლარის გამყარების და „პლატსის“ მიხედვით ნავთობპროდუქტების ფასის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა, ან მინიმუმ, არსებული მდგომარეობა შენარჩუნდა, 2 კვირის ვადაში, საწვავი საშუალოდ 15-20 თეთრამდე დაიაფდება.

„პრინციპში, გაიაფების პროცესი დაწყებულია. ახლაც მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, კერძოდ, ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით ფასი შენარჩუნდა ან კიდევ შემცირდა, ასევე ლარის კურსი არ გაუარესდება, მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდეს.

როგორც უკვე გითხარით, პროცესი ახლაც მიმდინარეობს და თუ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდა, 2 კვირის ვადაში შესაძლებელი იქნება ფასის კიდევ 15-20 თეთრით კლება.

ასე ერთიანად არ გაიაფდება, მაგრამ ეტაპობრივად შემცირდება“,- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო საწვავს „პლატსის“ მიხედვით ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად კი ფასები იანვრიდან აპრილის ჩათვლით შემცირებულია. კერძოდ, იანვარში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 737.02 აშშ დოლარს, ხოლო დიზელზე 714.91 აშშ დოლარს შეადგენდა. თებერვალში – ბენზინის 726.55 დოლარი, ხოლო დიზელზე – 705.3 დოლარი იყო. მარტში ბენზინზე – 683.89 დოლარი, დიზელზე – 655.55 დოლარი. აპრილში კი „პლატსის“ მიხედვით ბენზინის ფასი 657.48 დოლარს, დიზელის კი 611.95 დოლარს შეადგენდა.

შედეგად, მთავრობას საწვავის შესყიდვა კიდევ გაუიაფდა. ამჯერად, ფასები 8-დან 14 თეთრამდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, აპრილში გაფორმებული ხელშეკრულებით, მთავრობას მაისში 1 ლიტრი ბენზინი 8 თეთრით, ხოლო დიზელი 14 თეთრით ნაკლები დაუჯდება.

წყარო

  Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი