სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება“ - პრემიერი

„მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება“ – პრემიერი

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე, პროექტის დასრულება. დღეს, ქუთაისში, 720 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, ღირსეულ საცხოვრებელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ნაბიჯი ასახავს დამოკიდებულებას, რომელსაც ხელისუფლება ამჟღავნებს.

„მინდა გავიხსენო, რომ იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე უნდა იყოს და არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. ის დამოკიდებულება, რაც ვახსენე, აისახებოდა დევნილების მიმართ მიდგომაზეც და დღეს რაც არის დამოკიდებულება, ეს ახალი დამოკიდებულებაც, სათანადოდ აისახება მიდგომებზე და ზრუნვაზე დევნილების მიმართ. დღევანდელი დღეც არის ამის მორიგი გამოხატულება. რაც შეეხება კონკრეტულად განსახლების საკითხებს, ამ მიმართულებითაც რადიკალურად შეიცვალა მიდგომები 2012 წლის შემდეგ, მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ისარგებლა ათასობით დევნილმა ოჯახმა. ამ პროცესის გაგრძელებაა დღევანდელი დღეც.

პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. ერთდროულად 5 ქალაქში, გარდა ქუთაისისა, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტო თანხები იხარჯება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებლის გადაცემა.

ასევე, წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ესეც არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალი მშენებლობების პარალელურად გვეხმარება განსახლების პოლიტიკის სწორად წარმართვაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.