„თბილისი ენერჯი“ ვარკეთილში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგების დროებით შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 30 აპრილის 11:00 საათიდან 1 მაისის 11:00 საათამდე, ვარკეთილის III მასივისა და ზემო პლატოს სხვადასხვა კორპუსებისა და ქუჩების მოსახლეობას, ასევე კომერციულ ობიექტებს, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.
გაზის მიწოდება დროებით შეწყდება ვარკეთილის III მასივის, ზემო პლატოს II მიკრორაიონის, გახოკიძის, თვალჭრელიძის, სამგორის მე-2 ქუჩის, თრიალეთის, ბერიაშვილის, კალოუბნის, მაისურაძის და სხვა მიმდებარე უბნების აბონენტებისთვის. შეზღუდვა შეეხება როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღს, კომერციულ ობიექტებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება 1 მაისს 11:00 საათიდან 21:00 საათამდე.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს ყველას, სამუშაოების მიმდინარეობისას, გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში შეინარჩუნონ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია