საქართველოს საზღვარს უვიზოდ კიდევ 17 ქვეყანის მოქალაქეები გადმოკვეთავენ, იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოა საზღვრის უვიზოდ გადმოკვეთა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ. ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

საქართველოს საზღვარს 16 მაისიდან უვიზოდ კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქე გადმოკვეთავს. მთავრობის დადგენილების თანახმად, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

უვიზოდ

ეს ქვეყნებია: ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა, განის რესპუბლიკა, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეას სახელმწიფო, იემენის რესპუბლიკა, კამერუნის რესპუბლიკა, კოტ-დივუარის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკოს სამეფო, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, უგანდის რესპუბლიკა.

“იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით” – აღნიშნულია დადგენილებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს საზღვარს უვიზოდ კიდევ 17 ქვეყანის მოქალაქეები გადმოკვეთავენ, იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი. 24 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi