დაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, ის ბომბის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თესალონიკში 38 წლის ქალს ხელში ბომბი აუფეთქდა და ადგილზე დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ქალი ასაფეთქებელი მოწყობილობის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა, რა დროსაც ის აუფეთქდა.

აფეთქება სალონიკის ცენტრში, საცხოვრებელ უბანში, საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა, რომლის პირველ სართულზეც ბანკი იყო განთავსებული.

ადგილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის ინფორმაციით, ქალი წარსულში სხვა სისხლის სამართლის დანაშაულებშიც იყო მხილებული.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დაიღუპა ქალი, რომელსაც ხელში ბომბი აუფეთქდა, ის ბომბის ბანკომატში ჩადებას გეგმავდა. 3 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქალი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi