კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესისააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით - „ტკბილი ქვეყანა“

სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით – „ტკბილი ქვეყანა“

სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით, – ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პასკებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია.

სააღდგომო პროდუქციის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს. წელს 10 სახეობის პასკა გვაქვს და ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად არ შეცვლილა. ზოგადად, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით ამ ეტაპზე, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი და სადღესასწაულო პერიოდში უფრო მეტ ზრდას ველოდებით“, – აღნიშნა შალვა ტყემალაძემ.

გარდა ამისა, კომპანია უშაქრო პასკების წარმოებას გეგმავდა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა. როგორც “ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორი აცხადებს, თუ უშაქრო პასკებზე მოთხოვნა იქნება, შესაძლოა, აღნიშნული პროდუქციის წარმოება მომავალი წლიდან დაიწყოს.

ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე “ტკბილი ქვეყანა” 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს. კომპანია 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  გზა დევნილობიდან პოლიტიკამდე: საადვოკატო პრაქტიკა, ხმაურიანი საქმეები, წარმატებული მეუღლე - რა არის ცნობილი იუსტიციის მომავალ მინისტრზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი