2024 წელს საქართველოში წარმოებულია 243.6 ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.2%-ით აღმატება.
საქსტატმა გამოაქვეყნა მემცენარეობის 2024 წლის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წარმოებული ხილის მოცულობები სახეობების მიხედვით ას ნაწილდება:
- თესლოვანი ხილი – 89.7 ათასი ტონა (46.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე);
- კურკოვანი ხილი – 77.1 ათასი ტონა (22%-ით მეტია);
- კაკლოვანი ხილი – 52.4 ათასი ტონა (14.7%-ით მეტია);
- სუბტროპიკული ხილი – 16.7 ათასი ტონა (10.7%-ით ნაკლებია);
- კენკროვანი ხილი – 7.7 ათასი ტონა (32.8%-ით მეტია).
ასევე 2024 წელს წარმოებულია 321.5 ათასი ტონა ყურძენი, რაც 45.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.4 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.


ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. საქართველომ 243.6 ტონა ხილი აწარმოა – მოცულობები სახეობების მიხედვით [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b-243-6-%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ac/
sheniekimi.ge/ambebi

