ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
მთავარიმსოფლიოAmerican Airlines-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა - ერთ-ერთში კონგრესის სულ მცირე ორი...

American Airlines-ის ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – ერთ-ერთში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა

ვაშინგტონში, American Airlines-ის ორი თვითმფრინავი რონალდ რეიგანის ნაციონალურ აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ერთი თვითმფრინავის ფრთა მეორეს გამოედო, რის შედეგადაც თვითმფრინავები დაზიანდნენ.

მედიის ცნობით, ერთ-ერთ თვითმფრინავში კონგრესის სულ მცირე ორი წევრი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკელმა რესპუბლიკელმა, ნიკ ლალოტამ განაცხადა, რომ არავინ დაშავებულა, როდესაც მათი გაჩერებული თვითმფრინავის ფრთა მეორე თვითმფრინავს გამოედო და ფრთა დაუზიანა.

ცნობისთვის, 29 იანვარს, ვაშინგტონში, რეიგანის აეროპორტთან ახლოს ავიაკატასტროფას 67 ადამიანი შეეწირა, როდესაც არმიის ვერტმფრენი ჰაერში თვითმფრინავს შეეჯახა და ორივე მათგანი მდინარეში ჩავარდა.

  თურქეთში „ინსტაგრამის“ აკრძალვის გაკრიტიკებისთვის ერთი პირი დააკავეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE