აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება. ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენი თავის კოლეგა მინისტრებს აშშ-ის მიერ რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე ესაუბრა.
ვინაიდან აშშ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გასულ კვირას „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გარდაუვალია, რეგიონული ომის თავიდან აცილების საუკეთესო ბერკეტად ირანზე ზეწოლის გაძლიერება სახელდება.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. აშშ მიიჩნევს, რომ ირანი ისრაელის 24-48 საათში თავს დაესხმება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a9%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a1/
sheniekimi.ge/ambebi
