სააღდგომო ბატკანი არანაკლებ ტრადიციულია სააღდგომო სუფრაზე.
სააღდგომო ბატკანი შეგიძლიათ ამაყად დააბრძანოთ პასკებსა და წითელ კვერცხებს შორის. გთავაზობთ რეცეპტს:
ინგრედიენტები: კვერცხი – 3 ცალი, შაქარი – 2 ჭიქა, კარაქი – 100 გ, არაჟანი – 200 გ. ფქვილი – 3 ჭიქა. ქიშმიში, ლიმონის ცედრა
მომზადების წესი: ამ პროციებით გამოდის 1 ცალი. ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი, ვანილი, სოდა, კარაქი და ფქვილი. ბოლოს ჩავაყაროთ ქიშმიში ან ცუკატი გემოვნებით და ასევე ლიმონის ცედრა, ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 1 საათი.
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim