პარასკევი, მაისი 22, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedირაკლი კაკაბაძე აბორტთან დაკავშირებით, შიო მესამეს ქადაგებას ეხმიანება : „აბორტიც სწორედ ამ...

ირაკლი კაკაბაძე აბორტთან დაკავშირებით, შიო მესამეს ქადაგებას ეხმიანება : „აბორტიც სწორედ ამ ბარბაროსული კულტურის ნაწილია. ისიც დანით კლავს ადამიანს, ოღონდ ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში. ეს არის ყორღანული კულტურის გამოვლინება, სადაც მთელი სამყარო საომარ ველად და მკვლელობის ადგილად მოაიზრება“

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას აბორტის შესახებ ისაუბრა

მწერალი ირაკლი კაკაბაძე შიო მესამეს ქადაგების შესახებ სოციალურ ქსელში პოტს აქვეყნებს”

სიყვარულის ღმერთი და ეროსის დემონი

ორი სიტყვა აბორტების შესახებ დებატებზე.

„მაშ რაღაა ეროსი, მოკვდავი? – სცდები. – მაშ რა? – როგორც წეღან გეუბნებოდი, რაღაც საშუალო მოკვდავსა და უკვდავს შორის. – ბოლოს და ბოლოს, რა არის იგი, დიოტიმა? – დიდი დემონია იგი, სოკრატე, ხოლო ყოველივე „დემონიურს“ ხომ საშუალო ადგილი უჭირავს ღმერთსა და კაცს შორის…
ხოლო თუ სიყვარულის მარადიული მიზანი სიკეთეა, მაშინ როდის, რა შემთხვევაში შეიძლება სიყვარული ეწოდოს კაცთა გზნებას და გულმოდგინებას მათს სწრაფვაში სიკეთისადმი? შეგიძლია მიპასუხო ამაზე? – არ შემიძლია, დიოტიმა, – მივუგე მე – რომ შემეძლოს, ხომ აღარ განმაცვიფრებდა შენი სიბრძნე, აღარც კარზე მოგადგებოდი, რათა შენი შემწეობით შემეცნო ეგ. – თუ ეგრეა, მე გეტყვი, – მითხრა მან: – მაშინ, როცა მშვენიერში შობას ეხება საქმე, სულერთია, რას ვიგულისხმებთ აქ, სხეულს თუ სულს. – მხოლოდ მისანი თუ მიგიხვდება, რისი თქმა გინდა, მე კი ვერ ვხვდები-მეთქი, – ვუთხარი. – კეთილი, მაშინ უფრო გარკვევით გეტყვი, – მითხრა მან: – თვითეული ჩვენგანი, სოკრატე, ნაყოფიერდება როგორც ხორციელად, ისე სულიერადაც, და რა მივაღწევთ გარკვეულ ასაკს, შობის სურვილი აატოკებს მაშინ ჩვენს ბუნებას. მაგრამ შობა მახინჯში არ ძალუძს მას, მშვენიერში კი ძალუძს. მამრისა და მდედრის თანაყოფის შედეგი შობაა, ხოლო ჩასახვასა და შობას ღვთაებრივ აქტს ვუწოდებ მე, როგორც უკვდავი საწყისის გამოვლენას მოკვდავ არსებაში. მაგრამ ეგ აქტი ხორცს ვერ შეისხამს მასში, რაც არაჰარმონიულია. მახინჯი და ღვთაებრივი კი ჰარმონიული კავშირით ვერ შეუღლდებიან, მაშინ როცა მშვენიერი ჰარმონიულად ეთვისება ღვთაებრივს; ამრიგად, შობისათვის მშვენიერება მოირაცაა (ბედისწერის ქალღმერთი) და ილითიაც (მშობიარობის ქალღმერთი); ამიტომ, როცა ორსული არსება მშვენიერს უახლოვდება, ნეტარებით ივსება იგი, სიხარულად იღვრება და შობს და წარმოშობს. ხოლო როცა მახინჯს უახლოვდება, ჭმუნავს, დრტვინვით იკუმშება, უკუიქცევა და კი აღარ შობს, არამედ საშოთი დაატარებს ნაყოფს თავისას და იტანჯება. აგრე მიტომაც აღელვებს ორსულსა და ვნებით განაწამებ არსებას მშვენიერება, რომ იგია მშობიარობის მძაფრ ტკივილთაგან მისი დამხსნელი. რადგან სიყვარული სრულიადაც არ არის სურვილი მშვენიერისა, როგორც შენ ფიქრობ. – მაშ რისა? – ჩასახვისა და შობისა მშვენიერში. – დავუშვათ რომ ეგრეა, – ვთქვი მე. – დავუშვათ კი არა, ეგრეა ჭეშმარიტად, – გამაწყვეტინა მან, – მაგრამ რატომ შობისა? – იმიტომ, რომ შობა ანიჭებს უკვდავებას მოკვდავ არსებას. ამრიგად, თუ ჩვენს წეღანდელ შეთანხმებას გავითვალისწინებთ, სურვილს სიკეთისას უკვდავების სურვილიც უნდა დავუმატოთ, რაკი სიყვარული მხოლოდ სიკეთის მარადიული ფლობის სურვილია, სხვა არაფერი. აქედან გარდუვალად გამომდინარეობს: სიყვარული აგრეთვე სურვილია უკვდავებისა.“
პლატონი ‘ნადიმი’ – სოკრატეს და დიოტიმას დიალოგიდან

ეს ციტატა ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე დაიწერა. როგორც თქვენ ხედავთ, ის ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსს პლატონს ეკუთვნის. ის სიყვარულის მიზანზე ლაპარაკობს და თვლის რომ მშობიარობა არის სიყვარულის მთავარი მიზანი. დიოტიმას და სოკრატეს დიალოგში კარგად არის გამოხატული სიყვარულისა და ეროსის აზრი. ეროსი არის დემონი, რომელსაც კარგისკენაც შეუძლია წასვლა და ცუდისკენაც. თუ ის სიყვარულს, ანუ შობას ემსახურება, მაშინ ის ღვთაებრივია – და თუ არადა ის ბოროტებაა. ასე კარგად ეროსის აზრი არავის ჩამოუყალიბებია. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ ახლა.
ყველანაირი მკველობა ცოდვაა. აბორტიც ცოდვაა. და ის პირველ რიგში იმ კაცის ცოდვაა, რომელიც სიყვარულის აქტს უპასუხიმგებლოდ უდგება. ამას მე პირველ რიგში საკუთარ თავზე ვამბობ, რადგან მეც ვყოფილვარ ამ ცოდვის პირველსაწყისი. და უნდა ითქვას, რომ ამის გამო დიდი ტანჯვაც დავიმსახურე და ეს ტანჯვა სამართლიანი იყო. ღვთის განგება ყოველთვის სამართლიანია. ცხადია, კაცების მხრივ ამ ცოდვის ბრალის ქალებზე დადება არანაირად არ არის სწორი. ქალი ამ დროს განსაკუთრებით იტანჯება. სიყვარულის ღვთაებრივი მიზანი სწორედ შობა და უკვდავებაა.
აბორტის თემაზე დებატები მთელს მსოფლიოში უკვე დიდი ხანია მიდის. ამერიკაში, აგერ უკვე 40 წელიწადზე მეტია ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კოზირია მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის ბრძოლაში. სეკულარულ-პროგრესულ თვალსაზრისს მიაჩნია რომ ქალის რექპროდუქტიული უფლებები პირველხარისხოვანია და ემბრიონის განადგურება უფრო დაბალი პრიორიტეტია. კონსერვატორების აზრით, აბორტი მკვლელობის ტოლფასია. სამაგიეროდ, უკვე დაბადებული ადამიანების მიმართ პოზიციები რადიკალურად იცვლება. მემარცხენეები მეტი სოციალური პროგრამის მომხრეები არიან, მემარჯვენეები კი ნაკლების. და ეს დებატებიც უკვე ძალიან დიდი ხანია რაც გრძელდება.
მე უნდა ვთქვა, რომ პირველ საკითხში მე კონსერვატორებს ვუჭერ მხარს და მეორე საკითხში მემარცხენეებისას. ადამიანის სიცოცხლეს მის დაბადებამდეც უნდა გავუფრთხილდეთ და დაბადების შემდგომაც. თანმემდევრული პოზიცია სწორედაც რომ პასუხისმგებლობის აღებაა – თავიდან ბოლომდე.
მაგრამ, აქ ბევრი დეტალია. ქალების უფლებები ნამდვილად ბევრად უფრო მეტად უნდა იქნას დაცული: გაუპატიურებისაგან, მოტყუებისაგან, შეცდენისაგან, სოციალური დაუცველობისაგან და ასე შემდეგ. დღეს, ჩვენთან ქალების ეს უფლებები არ არის სათანადოდ დაცული და უნდა ითქვას, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანია. პატრიარქალურ სისტემაში კაცები პრივილეგირებული ‘მეომარი კასტაა’ და ამიტომაც უკანასკნელი 3000 წლის განმავლობაში ცივილიზაცია ‘ხელს უმართავს’ მეომრებს და ქალებს მათს ხარჭებად აქცევს. ამან ქრისტიანობის დადგომამდე დიდი ხნით ადრე დაიდო სათავე. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, როდესაც კაცობრიობას დიდმა ნაწილმა მეტალურგიის საშუალებით დაიწყო მკვლელობის იარაღების მასობრივი წარმოება, ქალებს მაშინათვე მეორეხარისხოვანი როლი მიუჩინეს. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. პელაზგური ცივილიზაციის და ნეოლითის ანატოლიური კულტურის ხანებშიაც არსებობდა მშვიდობიანი ცივილიზაციები, სადაც დედა-ღმერთი მეტად მნიშვნელოვანი იყო და ხანდახან ყველაზე მნიშვნელოვანიც. კრეტა-მინოსის კულტურაში სწორედ ეს ქალური ღვთაება იყო ამ მდიდარი და მშვიდობიანი სამყაროს დივინურის პირველსაწყისი. ადამიანის სიცოცხლის მოფრთხილების კულტი მაშინ გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მომდევნო ხანებში. ბრინჯაოს ხანის ბოლოს და შემდეგ უკვე რკინის ხანაში ომის და ძალმომრეობის კულტურამ მთლიანად გააუფასურა ადამიანური ცხოვრება და სწორედ ამის შემდგომ მოხდა ქალების მეომრების ხარჭებად ქცევა.
აბორტიც სწორედ ამ ბარბაროსული კულტურის ნაწილია. ისიც დანით კლავს ადამიანს, ოღონდ ჯერ კიდევ ჩანასახოვან სტადიაში. ეს არის ყორღანული კულტურის გამოვლინება, სადაც მთელი სამყარო საომარ ველად და მკვლელობის ადგილად მოაიზრება. თავის დროზე, შავი და ეგეოსის ზღვებზე პატრიარქალური ბარბაროსობის გავრცელებას შეეწინააღმდეგა ამორძალების ფლოტი. ‘იათნანელი ამორძალები’ დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ კუნძულებზე, მანამ სანამ ფინიკიელი ვაჭრები და მეომრები არ დაიკავებდნენ ამ ტერიტორიებს. ამ ბარბაროსმა კულტურებმა დაუმორჩილეს თავის ბატონობას პელასგების ძველი თანასწორუფლებიანი ცივილიზაცია. და ეს არამარტო აქ მოხდა. მთელს მსოფლიოში აგამემნონის ბარბაროსობა იქცა ცხოვრების წესად, სადაც ტროელი ქალები მონობაში გაჰყიდეს.
ჩვენმა ახალმა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღეზე მყარად თქვა რომ აბორტი ვერ მოგვცემს ბედნიერად ცხოვრების საშუალებას. თვით აბორტი, ისევე როგორც ნებისმიერი მკვლელობა, ისედაც დიდი უბედურებაა. ცხადია, საზოგადოების უფრო გაჰუმანურებას სჭირდება ბევრი სოციალური პროგრამა და რაც მთავარია, ჩვენი სულიერი შემობრუნება. სოულის გარეშე შეუძლებელია პოზიტიური გავლენის მოხდენა. ჩვენი დღევანდელი ბარბაროსული ცივილიზაციის პრობლემა ზუსტად ესაა. დღეს ჩვენ მკვლელების მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ჰუმანურობა იშვიათი გამონაკლისია. იესო ქრისტეს მაგალითი ჩვენი სანთელია. და ამ დროს არ შეიძლება მკვლელობის იარაღი გავაღმერთოთ, არც ქირურგიული გზით და არც ბრძოლის მოედანზე. სიყვარული ხომ უკვდავებისკენ გზაა. როგორც მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი პლატონი ამბობს, სიყვარულის აქტის მიზანი არის შობა და შობა არის ის, რაც მოკვდავს უკვდავად აქცევს.
დროა დაიწყოს დიდი დიალოგი ჩვენი სულიერების და სოციალური ცხოვრების გაჰუმანურობაზე – რომ დავაღწიოთ თავი ძალმომრეობისგან თავს მოხვეულ სტერეოტიპებს და მომავალი თაობებისთვის ადამიანური გარემო შევქმნათ. ამაში ვერ დაგვეხმარება სულიერებისაგან დაცლილი ტექნოკრატიული, უგულო ქმედების წესი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები ერთმანეთის გულებისაკენ. ჩვენ უნდა უარი ვთქვათ ყველანაირ ელიტიზმზე. ესეც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უდიდესი ნაკლოვანებაა. ჰუმანური საზოგადოება ვერ იქნება ელიტისტური – მასში ადგილი არა აქვს იერარქიულ პრივილეგიებს. ნამდვილად ქრისტიანული საზოგადოება გვერდში უდგას ჩაგრულებს და მიტოვებულებს. “

  კვება ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის - ბავშვის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.