პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedდედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური...

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.

წყნეთში მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა. გზებზე გადაადგილება არსად შეფერხებულა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზს – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზს – 2 72 22 22. მერიაში აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.

  ექსკლუზივი... ადგილი არის მხოლოდ 5 დაწესებულებისათვის...
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი