„სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი“-ილია II

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს საპატრიარქო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებულ საქმეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ბრძანებას აქვეყნებს.

„საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის ა.წ. 19 ივნისის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ცნობისთვის, სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს.

კერძოდ, როგორც ცნობილია 6 ივნისს გაიმართა მარნეულისა და ჰუჯაბის საეპისკოპოსო სასამართლო, რომელზეც „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობისა და შეთქმულების გამო გ.შ.-ს გულწრფელ სინანულამდე წმინდა და საღვთო ზიარების მიღება აეკრძალა“.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან დაკავშირებული საქმის სხვა მასალების გარკვევამდე, შეჩერდეს აღნიშნული ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ ა.წ. 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი“-ილია II. 23 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სინოდალური-კომისიის-დას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi