სამშაბათი, მარტი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებანახეთ ვიდეოინსტრუქცია, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცაზე

ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცაზე

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგი დღეს, 4 მარტს გამართა.

რეგისტრაციის ვიდეოისნსტრუქცია

„წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე – იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:

ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.

დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება საგამოცდო პროცესის იმიტაცია.

ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

გიორგი ფხაკაძე გაფრთხილებთ! – „კამელინი“ და სხვა დაუმტკიცებელი პრეპარატები – საფრთხე თქვენი ჯანმრთელობისთვის!

მარტი 4, 2025
ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

ორიგინალური აქსესუარები, რომლებიც თქვენს სახლს გაალამაზებს

მარტი 3, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

კისელი – მისი სასარგებლო და მავნე თვისებები

მარტი 3, 2025
გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

მარტი 4, 2025
საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

საუკეთესო სუვენირები ევროპიდან – რჩევები მოგზაურებს

3 მარტი 2025
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება  ელექტრომომარაგება 4 მარტს

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება 4 მარტს

მარტი 3, 2025
რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას საქართველოს ადგილობრივი ტურისტები

მარტი 3, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი