ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

საათის ისრები ზედა ნახევარში მარცხნიდან მარჯვნივ, ქვედა ნახევარში კი მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობს. ეს ჩვენთვის ბუნებრივი ჭეშმარიტება, აქსიომაა, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე? ამ მოცემულობის მიღებას არც ფიზიკის კანონები გვაიძულებს და არც დროის ადამიანისეული ფილოსოფიური აღქმა, არამედ ისტორიული ტრადიცია.

ისრების მოძრაობის მიმართულება ძველ მზის საათს უკავშირდება, რომელიც მექანიკური საათების წინამორბედია. მზის საათების გამოყენება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაიწყო, სადაც მზე ცის სამხრეთ ნაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს. ამ მოძრაობის გამო, მზის საათის ჩრდილი (რომელიც ყოველთვის ჩრდილოეთისკენ არის მიმართული) დღის განმავლობაში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. სწორედ ეს მოძრაობა გადაიტანეს მექანიკურ საათებში და მას ახლა “საათის ისრის მოძრაობის მიმართულებას” ვუწოდებთ.

პირველი მზის საათების ზუსტი წარმოშობა სადავოა. ყველაზე გავრცელებული ვარაუდით, ისინი დაახლოებით 3500 წლის წინ ეგვიპტეში გაჩნდა.

მექანიკური დროის საზომი მოწყობილობები მოგვიანებით, 725 წელს, ჩინეთში გამოიგონეს. დაახლოებით 1270-1300 წლებში კი ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ გერმანიაში პირველი მექანიკური საათებიც გამოჩნდა. ეს მოწყობილობა დღევანდელი საათებისგან ძალზედ განსხვავდებოდა. მას ჰქონდა ბორბლები, კბილანები და მექანიზმები, რომლებიც ზარის ხმით ან ციფერბლატის მოძრაობით გვანიშნებდა საათების გასვლას.

თანამედროვე საათების დიზაინი სწორედ ამ ადრეულ გამოგონებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. ისრები მოძრაობენ იმავე მიმართულებით, როგორითაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის საათების ჩრდილი.

რა მოხდებოდა თუ საათები პირველად სამხრეთ ნახევარსფეროში განვითარდებოდა, სადაც ჩრდილები საპირისპიროდ მოძრაობს? ცხოვრების მსგავსი სცენარით განვითარება თავდაყირა დააყენებდა ჩვენს დღევანდელ ცნობიერებას და შესაძლებელია “სწორ მიმართულებად” ამჟამინდელის საპირისპირო, ანუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულება მიგვეჩნია.

როგორც აღმოჩნდა, დროის აღქმა არც ისეთი უნივერსალურია, როგორც გვგონია. კვლევები აჩვენებს, რომ ევროპასა და ამერიკაში გავრცელებული, მარცხნიდან მარჯვნივ წერის წესი ადამიანისთვის დროის, როგორც აბსტრაქტული მოვლენის, მარცხნიდან მარჯვნივ აღქმასთანაა დაკავშირებული. მარჯვნიდან მარცხნივ წერის წესი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში, პირიქით — დროის საპირისპირო აღქმაზე მიგვანიშნებს. ენებში კი, სადაც ტექსტი ზემოდან ქვემოთ იწერება, მაგალითად, ტრადიციულ ჩინურში, დრო უფრო ვერტიკალურად მიმართულ მოვლენად წარმოუდგენიათ.

  გიგა ავალიანის დედის მიმართვა: „ცოდეთ, მე ჩემს ყველა ღირსებით შემკულ შვილს ფიცს არ გავუტეხ!!! -მე ფიცი კი არა, უბრალოდ, ტუჩს გადმომცდარი სიტყვაც არასდროს გამიტეხავს!!! ჩემი სიტყვა, ჩემი საქმის გარანტი იყო ყოველთვის!!!“

ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რამდენად ღრმა კავშირი აქვს ჩვენს ყოველდღიურ წარმოდგენებს ისტორიულ ტრადიციებსა და გარემოსთან. ის, რაც თითქოს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, შეიძლება სხვა ვითარებაში სრულიად საპირისპიროდ ჩამოყალიბებულიყო. დროის მიმართულება, როგორც საათის ისრებზე, ისე ჩვენს გონებაში, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი აღქმა წარსულის შემთხვევითი გადაწყვეტილებებისა და ტრადიციების შედეგად. იქნებ, დროის დინებასაც ჩვენი შეხედულებების მიხედვით ვქმნით და არა პირიქით?

მომზადებულია პორტალ on.ge-ს მიერ

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.