რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი? – „ეს არის მისი შემოსავლის ბრწყინვალე წყარო“

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

18 თებერვალს კიდევ ერთხელ წარმატებულად იასპარეზა მერაბ დვალიშვილმა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა. UFC-ის პრეზიდენტის განცხადებით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

მერაბ დვალიშვილის ცხოვრება საქართველოში

მერაბ დვალიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. სპორტული კარიერა ტრადიციული ჭიდაობით დაიწყო. თუმცა 33 წლის სპორტსმენის ცხოვრება საკმაოდ რთული გახდა, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დვალიშვილი 21 წლის წავიდა. სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მუშაობდა ფიზიკურად, ძირითადად, მშენებლობაზე. მოგვიანებით კი მისი მწვრთნელი ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელი რეი ლონგო გახდა.

მერაბის პირველი წლები ამერიკაში
სპორტსმენის მშობლები, ამირან და დარეჯან დვალიშვილები შვილისთვის მთავარი საყრდენები იყვნენ მისი MMA კარიერის განმავლობაში. მერაბმა დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ მისულიყო იქამდე, სადაც ახლა არის, წერს უცხოური მედია. სხვანაირად მშობლები ვერ იამაყებდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ხანდახან ჩემს ბიჭს ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი სწრაფად გავიდა წლები. მართალია, გაიზარდა და შეიცვალა, მაგრამ ის სიჯიუტე, რომელიც მის სისხლში ყოველთვის იყო, არ გამქრალა. ვფიქრობ, ძლიერი ხასიათი დაეხმარა მას წარმატებაში“, – ამბობს დვალიშვილის მამა.

ქონება

დვალიშვილი არის მებრძოლი, რომელმაც UFC-ში ზედიზედ 9 ბრძოლა მოიგო. UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორთაბრძოლისთვის დაახლოებით $111,000 გადაიხადა და გამოიმუშავა $200,000-ზე მეტი, როდესაც ის ხოსე ალდოს შეებრძოლა.

მისი ქონება, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.

ბიზ­ნე­სი

- Advertisement -
Ad imageAd image

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ადრე იყო Flash Motors-ის სახე, რო­მე­ლიც ჰი­პე­რე­ლექტრუ­ლი სკუ­ტე­რის Infinity X-ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ო­და. ის ასე­ვე GA Logistics LLC-ის სა­ხეა.

დვა­ლიშ­ვილს აქვს სა­კუ­თა­რი ელექტრო­ნუ­ლი მა­ღა­ზი­აც, რომ­ლის გახ­სნა Athlete Studio-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შეძ­ლო. ეს არის მის­თვის შე­მო­სავ­ლის ბრწყინ­ვა­ლე წყა­რო, წერს მე­დია, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბრძო­ლას თავს და­ა­ნე­ბებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი? – „ეს არის მისი შემოსავლის ბრწყინვალე წყარო“. 24 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ქონებას-ფლობს-მერაბ-დვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi