ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – რა ვითარებაა გზებზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

თოვლის საფარისგან იწმინდება რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის გზები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინტენსიურად იყრება ქვიშა-ხრეშის ნარევი და ტექნიკური მარილი. საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ადამიანური და ტექნიკური რესურსით. რეგიონის არც ერთ ლოკაციაზე ამ დრომდე არ შექმნილა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა.

უხვი ნალექის გამო შექმნილი საჭიროებების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია – რა ვითარებაა გზებზე. 27 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ყველა-სახის-ტრანსპორტის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi