დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, დროს აქვს დიდი მნიშვნელობა და სადაც უხვი ნალექია, მოსახლეობა უნდა გამოიყვანონ.
„სისტემის არსებობამ მოგვიყვანა აქამდე, მერე გვახსენდება, რომ კოორდინირებაა საჭირო. დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია. ჩათვალეთ, რომ გაზაფხული უკვე დამდგარია. უკვე უნდა დაიწყონ მზადება, რადგან პრობლემა დადგება.
მომავალ კვირაში დაბალი ტემპერატურებია, ამიტომ მოლიპვა და ყინული უფრო საშიშია, თოვლი მძიმდება. წამებს და დროს აქვს დიდი მნიშვნელობა.
მოსახლეობა, რომელიც გამოსაყვანია, უნდა გამოიყვანონ“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს სტიქიასთან ბრძოლის პროტოკოლი, რადგან სხვა შემთხვევაში რეაგირება პირველივე დღიდან დაიწყებოდა.
„მგონი, სტიქიასთან ბრძოლის პროტოკოლი არ გვაქვს იმიტომ, რომ გვქონდეს პირველივე დღიდან დაიწყებოდა რეაგირება. რეაგირების სქემები, რომელიც უნდა არსებობდეს კანონის მიხედვით, ყველა სამსახურს უნდა ჰქონოდა. მე ვიცი, რომ მუნიციპალიტეტებს თავისი რეაგირების გეგმები კანონით ევალებათ, მაგრამ ასეთი გეგმები ბევრ მუნიციპალიტეტში არ არის გაკეთებული. ეს არის უსაფრთხოების ნორმა: როგორ მოდის შეტყობინება, ვინ იღებს ინფორმაციას, სააგენტოდან ინფორმაციის მიღებისთანავე უნდა დაიწყოს მობილიზება – ტექნიკის მობილიზება, გადახედვა. ყველა სტიქიას აქვს თავისი ქმედება.
ყველა უწყება როდის და როგორ ერთვება, ადგილობრივი ხელისუფლება რას აკეთებს, რას აკეთებს მოხალისე, მასზეც გაფრთხილების სისტემა უნდა მოქმედებდეს, მარტო 112-დან მიღებული შეტყობინება არაფერს ნიშნავს, მას უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს როგორ მოიქცეს, რა უნდა მოიმარაგოს“, – განაცხადა ჩხობაძემ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია“. 27 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დღეს-უკვე-უნდა-დავიწყოთ-მ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
