27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მექსიკაში 27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა. მან ლიპოსაქცია ჩაიტარა სამხრეთ მექსიკის ისეთ კლინიკაში, რომელსაც ამ პროცედურის ჩასატარებლად ლიცენზია არ ჰქონდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

27 წლის დენის რეისს ლიპოსაქცია სან პაბლოს სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდა.

როგორც DailyMail-ს გარდაცვლილის ბიძამ განუმარტა, გოგონას ქირურგმა ორგანიზმში პრეპარატი შეიყვანა, რამაც ორგანიზმზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

ამის შემდეგ, ქალი მანსურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სან პაბლოს სამედიცინო კლინიკას ინტენსიური თერაპიის განყოფილება არ ჰქონდა. 3 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ქალის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და მას გული გაუჩერდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

rustavi2

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 27 წლის ბლოგერი კოსმეტიკური პროცედურის ჩატარებიდან 3 დღეში დაიღუპა. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/27-წლის-ბლოგერი-კოსმეტიკურ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi