ინტენსიური თოვის გამო, “შატლ ბასების” მოძრაობა დროებით ჩერდება | ქუთაისის აეროპორტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან “შატლ ბასების” მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.

როგორც აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა.

“ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ინტენსიური თოვის გამო, “შატლ ბასების” მოძრაობა დროებით ჩერდება | ქუთაისის აეროპორტი. 27 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინტენსიური-თოვის-გამო-შა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi