ორშაბათი, თებერვალი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების შესახებ განცხადებას ავრცელებს

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ, განრიგის მიხედვით შესრულდა რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დღის ბოლომდე კიდევ ხუთი რეისის შესრულება იგეგმება: ათენის, დორტმუნდის, სალონიკის, ვნუკოვოს და გვიან ღამით აბუ-დაბის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.

„დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.

უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ს, ბათუმის ნაცვლად რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეესრულებინა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
15 საუკეთესო ადგილი ვიეტნამში

15 საუკეთესო ადგილი ვიეტნამში

23 February, 2025
ახალი რეგულაციები ჯანდაცვაში. სიახლე, რომელიც ონკო-თერაპიული სერვისის სისტემას მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს

ახალი რეგულაციები ჯანდაცვაში. სიახლე, რომელიც ონკო-თერაპიული სერვისის სისტემას მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს

თებერვალი 24, 2025
6 რჩევა პატარა აბაზანის მოსაწყობად

6 რჩევა პატარა აბაზანის მოსაწყობად

თებერვალი 23, 2025
ვაზის შეყელვა და გადაწვენა

ვაზის შეყელვა და გადაწვენა

თებერვალი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჯანსაღი ალტერნატივა. რითი ჩავანაცვლოთ ტკბილეული ბავშვებში

ჯანსაღი ალტერნატივა. რითი ჩავანაცვლოთ ტკბილეული ბავშვებში

თებერვალი 24, 2025
როგორ დავიწყოთ ვარჯიში – რჩევები სიზარმაცის დასაძლევად

როგორ დავიწყოთ ვარჯიში – რჩევები სიზარმაცის დასაძლევად

თებერვალი 24, 2025
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – როდის დასრულდება სამუშაოები

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს – როდის დასრულდება სამუშაოები

თებერვალი 24, 2025
iPhone 16e — Apple-ის ახალი ბიუჯეტური ტელეფონი

iPhone 16e — Apple-ის ახალი ბიუჯეტური ტელეფონი

თებერვალი 23, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი